ვენეციის კომისიის ექსპერტები ოპოზიციის მოსაზრებებს ეცნობიან
Your browser doesn’t support HTML5
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები - ამ თემების განსახილველად საქართველოში შეხვედრებს მართავენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. ისინი გაესაუბრნენ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს. ერთ-ერთი, თინა ბოკუჩავა, გიორგი გვახარიას სტუმარია. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მათ დეტალურად აუხსნეს კომისიას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს აღნიშნული კანონპროექტი. მისი აზრით, კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია (პარლამენტი ახლა ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება), პირდაპირ არის მორგებული იმ მოსამართლეების ინტერესებს, რომლებიც დღეს მართავენ სასამართლოს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის მიღება სასამართლო სისტემისთვის ზიანის მომტანი იქნება. თინა ბოკუჩავას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაელოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, რაც რეალური ცვლილებების შესაძლებლობას აღარ იძლევა.