Your browser doesn’t support HTML5
ექიმი დავით გზირიშვილი ესაუბრება პრაქტიკოსს ვაქცინების სფეროში, ექიმ ქეთი გოგუაძეს.
პოდკასტის თემებია:
- როგორია ვაქცინის შექმნის ეტაპები?
- როგორია ვაქცინების დანერგვის წესები და პრაქტიკა?
- რას ემყარება ოპტიმიზმი, რომ კორონავირუსის ვაქცინა ჩვეულებრივზე სწრაფად შეიქმნება?
- როგორ განაწილდება კორონავირუსის ვაქცინა და ვის მიუწვდება მასზე ხელი?
- ვაქცინები და შეთქმულების თეორიები
ცნებების და ტერმინების განმარტება
ვაქცინა (ლათ. Vacca ძროხა, Vaccinus ძროხისა)
მიკრობებისაგან ან ვირეუსების მიღებული პრეპარატი, რომლითაც ცრიან ადამიანებს და ცხოველებს, იმისათვის, რომ აქტიური იმუნიტეტი შეუქმნან ინფექციურ დაავადებებისგან და შესაბამისად დაიცვან ადამიანი თუ ცხოველი ინფექციური დაავადებისგან.
ცოცხალი ვაქცინა:
ვაქცინის ის ტიპი, რომელიც დამზადებულია სპეციალურად დასუსტებული მიკროორგანიზმის კულტურისგან. ცოცხალი ვაქცინას ორგანიზმში შეყვანის დროს აღარ შეუძლია ადამიანის დაინფიცირება, თუმცა შენარჩუნებული აქვს გამრავლების თვისება და შესაბამისად, შეუძლია ორგანიზმს დაეხმაროს იმუნიტეტის გამომუშავებაში. მაგალითად, ასეთია ჯილეხის ვაქცინა.
ინაქტივირებული (მკვდარი) ვაქცინა:
ვაქცინის ის ტიპი, რომელიც მზადდება მკვდარი მიკროორგანიზმებისგან. ცოცხალთან შედარებით მკვდარი ვაქცინების დაცვითი თვისებები შესუსტებულია, შესაბამისად ინაქტივირებული ვაქცინაციისას იმუნიტეტის გამოსამუშავებლად საჭიროა ვაქცინის შედარებით დიდი დოზები და რევაქცინაცია.
ვაქცინების ვარგისიანობა იზომება ორი პარამეტრით: ეფექტიანობა და უსაფრთხოება.