ვასილ ურუშაძე ხორბლის გადამზიდავების პროტესტის მიზეზებზე

Your browser doesn’t support HTML5

19 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე. მან ისაუბრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ დადგენილების უკანონობაზე, რომელიც ხორბლის საავტომობილო საშუალებებით გადამზიდავების პროტესტის მიზეზი გახდა. ვასილ ურუშაძემ აღნიშნა, რომ მინისტრის დადგენილება ქვეყანაში კონკურენციის შეზღუდვასა და მონოპოლიის შექმნას ითვალისწინებს, რასაც საზოგადოება სამართლებრივი გზითაც უნდა დაუპირისპირდეს.