ფოტო: „ვაგნერის“ მებრძოლები დონის როსტოვში „ამბოხებისკენ“ მოწოდების შემდეგ

შეიარაღებული პირები ჯავშანტრანსპორტიორთან - დონის როსტოვის ცენტრში. ფოტო გადაღებულია 24 ივნისს დილით, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან.

შეიარაღებულ მეომრებს, სავარაუდოდ, რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო ჯგუფის, „ვაგნერის“ წევრებს, ფოტოები გადაუღეს რუსეთის სამხრეთის ქალაქ დონის როსტოვში. ამ ფონზე ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ „ამბოხება“ მზადდებოდა

ტანკი გამორჩეული წითელი ამოსაცნობი ნიშნებით დონის როსტოვის მთავარ მაგისტრალზე. დაქირავებულ მებრძოლთა კერძო ჯგუფის, „ვაგნერის“ მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა, 24 ივნისს, დილით ადრე გამოაცხადა, რომ მისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში გადავიდნენ და შევიდნენ დონის როსტოვში, საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრში.

სავარაუდოდ, „ვაგნერის“ რაზმის წევრები პოზიციებს იკავებენ სამოქალაქო ავტომანქანების უკან. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა პრიგოჟინის წინააღმდეგ "შეიარაღებული ამბოხებისკენ წაქეზების“ გამო მას მერე, რაც მან განაცხადა, რომ უმეთაურებს „სამართლიანობის“ მსვლელობას თავდაცვის სამინისტროს მოხელეების წინააღმდეგ.

სამხედრო ავტომობილის უკან ჩასაფრებული შეიარაღებული პირები. ფოტოს მარცხენა დაბალ კუთხეში ჩანს ძალაყინი.

ვიდეოკადრი, რომელზეც ჩანს პრიგოჟინი, სავარაუდოდ, რუსეთის სამხრეთის სამხედრო შტაბში 24 ივნისს. პრიგოჟინმა 23 ივნისს განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ბანაკს უკრაინაში რაკეტა ესროლეს „ზურგიდან“ და რუსეთის არმია დაადანაშაულა დარტყმაში.

სავარაუდოდ, „ვაგნერის“ მებრძოლი, რომელსაც ფოტოს უღებენ 24 ივნისის დილას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზურგიდან „დარტყმის“ შესახებ განცხადებას უწოდა პროვოკაცია, ხოლო კრემლის მომხრე ზოგიერთმა პირმა განაცხადა, რომ ვიდეო, რომელზეც გადაღებული იყო ვითომ ამ თავდასხმის შედეგები, დადგმული იყო.

შეიარაღებული პირები დონის როსტოვის ცენტრში. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში საჭიროა „ანტიტერორისტული ზომების“ მიღება.

ფოტოზე, რომელიც გადაღებულია 24 ივნისს დილით, ჩანს ჯავშანტრანსპორტიორთან შეკრებილი დონის როსტოვის მცხოვრებლები. ჯავშანტექნიკაზე მიწერილია ასო Z - უკრაინაში რუსეთის შეჭრის ნიშანი.

“ვაგნერის“ მეომარი სამხედრო ტექნიკის ფონზე, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის არმიას ეკუთვნის, დონის როსტოვში.

ავტობუსიდან ჩამოსული ქალი ესაუბრება შეიარაღებულ პირს დონის როსტოვში.