ექსკურსია, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა
Your browser doesn’t support HTML5
16 წლის გოგოს ცხედარი მაშველებმა ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის მახლობლად იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის, მდინარის სწრაფი დინებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოზარდი თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელი იყო. სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ის მდინარის სწრაფმა დინებამ გაიტაცა.