„დანაშაული მოსახლეობის წინაშე“ - ექიმები გაზით მოწამლულებზე საუბრობენ

გაზის ღრუბელი აქციაზე, 2.12.2024

ექიმების ნაწილი ირწმუნება, რომ შსს-მ ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციები დაშალა გაზის რეკომენდებულზე დიდი დოზით, რასაც ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის ხანგრძლივი დაზიანება მოჰყვა.

შსს დღემდე არ უპასუხია კითხვებზე, რა ნივთიერებები გამოიყენა პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გაზმა დაშავებულებში „სამედიცინო თვალსაზრისით ბუნებრივი რეაქცია“ გამოიწვია.

ექიმების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაამხილონ აქციების დაშლის დროს გამოყენებული ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობა.

ნოემბერ-დეკემბერში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველ კვირებში შსს სისტემატურად იყენებდა გაზის კაფსულებს. შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ რადიო თავისუფლების კითხვაზე, დამატებული იყო თუ არა გაზი წლის ჭავლშიც, 30 ნოემბერს უპასუხა, რომ: „საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში იყოს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“. კონკრეტულად რა ნივთიერებებზე, ან გაზის რა შემადგენლობაზე იყო საუბარი, შს მინისტრის მოადგილემ აღარ დააზუსტა.

ასევე ნახეთ შსს ამბობს, რომ „წყლის ჭავლში, შესაძლოა, რაღაც იყო გარეული“

პროფესორი მანანა ჯებაშვილი, რომელმაც კოლეგებთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა 6 იანვარს, ამბობს, რომ გაზის კაფსულებიდან მხოლოდ ერთის იდენტიფიცირება მოახერხეს და ეს არის GL-202.

ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციით, GL-202 არის ცრემლსადენი გაზის კაფსული. მისი კვამლი ძალიან ეფექტურია და ფართო არეალზე იშლება. სროლა შეიძლება მაქსიმუმ 160 მეტრის დისტანციით, 45-გრადუსიანი დახრით. პირდაპირ დამიზნება აკრძალულია, ამან შეიძლება ადამიანი მოკლას კიდეც.

ქიმიური შემადგენლობა არც ამ შემთხვევაშია ცნობილი, მაგრამ ახლავს რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, მანანა ჯებაშვილის თქმით:

„მისი გამოყენება არ შეიძლება იქ, სადაც არიან ბავშვები, ორსულები, მოხუცები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, მაგალითად, ისინი, ვისაც ფილტვის, გულ-სისხლძარღვთა ან ვირუსული დაავადებები აქვთ. თუ რეკომენდებული დოზით გამოიყენეს, სიმპტომებმა ნახევარ საათში უნდა გაიაროს, თუ არა - ესე იგი დოზა გადაჭარბებულია. ზოგს ეს სიმპტომები დღემდე აქვს. ისედაც ჩანდა, რომ დოზა გადააჭარბეს, ორი კვირა შადრევანივით აფრქვევდნენ ტოქსიკურ აირებს“.

სიმპტომები, რომლებითაც დაშავებულები ექიმებს აქციების პირველ დღეებში გამოყენებული გაზით მოწამვლისას აკითხავდნენ, მოიცავდა თავბრუსხვევას, ღებინებას, თავის ტკივილს, ხველებას, ალერგიას, სისხლდენას ცხვირიდან.

პოლიციის სპეცრაზმელი დემონსტრანტების მიმართულებით ისვრის გაზის კაფსულას, 1.12.2024

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის გიორგი ჩახუნაშვილის თქმით, დაშავებულებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ სახელმწიფომ მოსახლეობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

„ეს ხალხი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს და შემდეგ დიდხნიან რეაბილიტაციას. რატომ გამოიყენეს ბავშვების, მოხუცების, ორსულების წინააღმდეგ ეს გაზი? ორსულებისთვის არ შეიძლებაო, რომ წერენ, ისიც საკითხავია, შესაძლოა პლაცენტაზეც მოქმედებს“.

თამარი [სახელი შეცვლილია] ამბობს, რომ მის 21 წლის ქალიშვილს აქციების შემდეგ გინეკოლოგიური სისხლდენა დაეწყო.

„სხვას ვერაფერს ვუკავშირებ აქციების გარდა, მანამდე არაფერი მსგავსი არ დამართნია. ძალიან სუსტად იყო, რამდენიმე დღე არც ამდგარა ლოგინიდან“.

საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ვილი პაჭკორია ამბობს, რომ აქციებზე თავადაც მოიწამლა და ერთი კვირა სახლში მკურნალობდა.

გაზის ღრუბელი აქციაზე, 4.12.2024

„სამი დღე ვიყავი აქციებზე. მეორე-მესამე დღეს სამედიცინო პირბადე მეკეთა, მაგრამ მაინც იმდენი გაზი ვყლაპე, რომ მესამე დღეს ძლიერი ხველა, სუნთქვის უკმარისობა და სისხლდენა დამეწყო. როგორც ექიმს, მიკვირდა, რატომ წამსკდებოდა ხოლმე სისხლი ჩვეულებრივ მდგომარეობაში“, - ამბობს ვილი პაჭკორია და იმასაც ამატებს, რომ კლინიკებს დღემდე არა აქვთ არანაირი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაშავებულებს უმკურნალებდნენ. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ გამოყენებული გაზის კაფსულების შემადგენლობა არ იციან.

ასევე ნახეთ ქიმიური ნივთიერებები მომიტინგეების წინააღმდეგ - რა (არ) ვიცით

ექიმები ამბობენ, რომ გაზის გაშვების შემდეგ აუცილებელი იყო მიმდებარე ტერიტორიის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური გაწმენდა, რაც არ გაკეთებულა.

გაზის სახეობებსა და დაშავებულებზე ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით უპასუხა „პირველ არხს“. სამინისტრო აცხადებს, რომ აქციების დროს დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათი მდგომარეობა „სამედიცინო თვალსაზრისით ბუნებრივი“ იყო.

„ცრემლსადენი და წიწაკის გაზი, როგორც წესი, იწვევს თვალების წვის შეგრძნებას, ცრემლდენას, ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს ზემო სასუნთქი გზების გაღიზიანება, სუნთქვის გაძნელება, ალერგიული რეაქცია, ღებინება, რაც, სამედიცინო თვალსაზრისით, ბუნებრივია აღნიშნული საშუალებებით ინტოქსიკაციისას... პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასებისა და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისას გავრცელებული სიმპტომატიკიდან გადახრას ან სხვა რაიმე გაუთვალისწინებელ გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

რამდენი ადამიანი დაშავდა გაზის კაფსულებისგან, უცნობია. შსს გაზს ძირითადად იყენებდა პირველი ორი კვირის განმავლობაში, მაშინ როდესაც აქციებზე ათობით ათასი ადამიანი იდგა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება საკითხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების გახსნის თაობაზე. დემონსტრანტები მოითხოვენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი