ესკალატორის კონტროლიორი სტელა
Your browser doesn’t support HTML5
სტელა ხალათიანი 13 წელია მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრში“ კონტროლიორად მუშაობს. მიწის ქვეშ მას თითო მორიგეობაზე 12 საათის გატარება უწევს. ჯიხური, საიდანაც ის ესკალატორს აკონტროლებს, ერთ კვადრატულზე ცოტა მეტია. მისი საქმიანობა მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. წამიერი მოდუნება და შესაძლოა შედეგი მძიმე იყოს. რომ არა ხალხთან ურთიერთობის სიყვარული, აქ ვერ გაძლებდიო, ამბობს სტელა.