ეროვნულ არქივში ახალი ტექსტები იპოვეს

Your browser doesn’t support HTML5

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ხელნაწერების აღწერისას ახალ ტექსტებს მიაკვლია, მათ შორისაა მინაწერები და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მინაწერები შეეხება გურიაში მიმდინარე სააღმშენებლო თუ საგანმანათლებლო საქმიანობას, სიმონ ქორიძის მიერ სოფელ წყალწმინდაში დაარსებულ ქართული ხელნაწერების ბიბლიოთეკასა და სკოლას. აქვეა იმერეთის დედოფალ მარიამისა (ოტია დადიანის ასული) და გიორგი (გოგია) ბატონიშვილის დღემდე უცნობი ავტოგრაფული მინაწერები.