ერთიანი ეროვნული გამოცდები Covid-19-ის დროს

აბიტურიენტებს და მეთვალყურეებს, რომლებმაც შენობაში შესვლამდე, თერმოსკრინინგი გაიარეს, დაკავებული აქვთ საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%. შენობაში ყველანი პირბადით შედიან.

აბიტურიენტებს მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ. ამასთან, პირბადე უნდა გაიკეთონ საგამოცდო სექტორის დატოვების და სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს.

გამოცდის წინ აბიტურიენტები ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ.

აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მუდმივად პირბადით უნდა იყოს, თუ აღენიშნება 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, ან რომელიმე სხვა რესპირატორული სიმპტომი.

თუ საგამოცდო ცენტრში, სადაც ფანჯრები მუდმივად ღიაა, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, ნებადართულია კონდიციონერის ჩართვა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ისევ სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება.

აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მუდმივად პირბადით უნდა იყოს, თუ აღენიშნება 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, ან რომელიმე სხვა რესპირატორული სიმპტომი.

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მისი განთავსება ხდება საერთო დარბაზში, შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოცდაზე დაშვების საკითხს წყვეტს ექიმი. 

თიანეთიდან ჩამოსულ აბიტურიენტს 10 წუთით დააგვიანდა და გამოცდაზე არ დაუშვეს.

გულშემატკივრები აბიტურიენტებს ჯებირის მიღმა ელოდებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.