ერთი წელი "გავრილოვის ღამიდან"
რეკომენდებული დისტანცია უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციაზე.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოების ზომებს იცავენ და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ.
ნინო ქათამაძე აქციაზე შვილთან ერთად მივიდა.
ბესიკ თამლიანი დედასთან ერთად სიტყვით მიმართავს აქციის მონაწილეებს
აქციაზე მისულები სოციალურ დისტანციას სპეციალური სტიკერების დახმარებით იცავენ.
აქციის ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და 20 ივნისის აქციაზე დაზარალებული მაკო გომური.
პლაკატები წარწერით: "არაფერია დავიწყებული, არაფერია მიტევებული" და "შევხვდებით არჩევნებზე".
აქციის დასასრულს საქართველოს ჰომნი მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ შეასრულა.
საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს აქციის მონაწილეებმა ეროვნული დროშის ფერი კვამლი გაუშვეს.
აქციის ბოლოს პარლამენტის გარშემო ღობეზე ბანერი გაშალეს წარწერით- "ჩვენი მომავლის 0%-ია რუსეთის მიერ ოკუპირებული"