ეპიდემიოლოგიური პროგნოზები და ვირუსის გავრცელების მათემატიკური მოდელები

Your browser doesn’t support HTML5

#2: ეპიდემიოლოგიური პროგნოზები და ვირუსის გავრცელების მათემატიკური მოდელები

ექიმი დავით გზირიშვილი ესაუბრება ჯანდაცვის სისტემების სფეროს პრაქტიკოსს, საერთაშორისო სპეციალისტს, ექიმ გიორგი გოცაძეს.

პოდკასტის თემებია:

  • რამდენად მომზადებული აღმოჩნდნენ წამყვანი აკადემიური თუ კვლევითი ცენტრები ეპიდემიისთვის?
  • რა როლი ითამაშა სხვა ქვეყნებში მოდელირებულმა პროგნოზებმა?
  • როგორ იქმნება მოდელები?
  • როგორ ვიყენებთ ან შეგვიძლია გამოვიყენოთ მოდელირება საქართველოში?
  • შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ რაც ნაკლებად ვიცავთ თავს, მით უფრო ვაიძულებთ ჩაგვკეტონ?


ცნებების და ტერმინების განმარტება

ვირუსის რეპროდუქციის რიცხვი R

რეპროდუქციული რიცხვი გვიჩვენებს ერთ ადამიანს რამდენის დაინფიცირდება შეუძლია.

რიცხვ R-ს ნაწილობრივ განაპირობებს ვირუსის ბუნება, ნაწილობრივ კი - საზოგადოების ქცევისა და ჩვევების თავისებურებები. როდესაც R<1, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია უკუსვლას იწყებს.

სოციალური თუ ფიზიკური დისტანცირება?

ფიზიკური დისტანცირება ნიშნავს ფიზიკური დაშორებას ( მაგ. 2-2.5 მეტრი) ადამიანებს შორის. სოციალური დისტანცირება გულისხმობს ტრადიციული სოციალური ჩვევების შეზღუდვას - მაგალითად, შეხვედრისას უარის თქმას ხელის ჩამორთმევაზე, გადაკოცნაზე, ჩახუტებასა და ა.შ.