ეკა გიგაური: "არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დაპირისპირება ამით დასრულდა"

14 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა სამოქალაო დაპირისპირების რისკზე, რომელიც 13 მაისს უკიდურესად გამძაფრდა. "არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დაპირისპირება ამით დასრულდა და სიღრმისეულად უნდა შევაფასოთ ზოგადად, რაც მოხდა", - ამბობს ეკა გიგაური, რომელიც თვლის, რომ გასარკვევია ვინ არიან და ვინ აძლიერებს ე.წ. კონტრაქციის მონაწილეებს. "დილის საუბრების" სტუმრის დაკვირვებით, ეს კავშირები, შესაძლოა, არ მიდიოდეს ხელისუფლების მაღალ თანამდებობის პირებთან, თუმცა, უკავშირდება გარკვეულ პირებს (მათ შორის, უმრავლესობის ყოფილი წევრიც იყო). ეკა გიგაური ლაპარაკობს სიძულვილის მძლავრ ტალღაზე სოციალურ ქსელებში და ამის განზრახ მობილიზაციაზეც. მისი განმარტებით, "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ერთადერთს: "ადამიანი თუ მოიხმარს ნარკოტიკს, არ ჩასვან ციხეში!", - ამბობს ეკა გიგაური.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა გიგაური 12-13 მაისის მოვლენებზე