„ეთნოფესტი - 2018“

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის რიგით მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი - 2018“ გაიხსნა.

„ეთნოფესტის“ მიზანია, ტრადიციული რეწვისა და დიზაინის სექტორის, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს ხელშეწყობა და განვითარება, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

სამიტის ფარგლებში გაიმართა ხელნაკეთი ნივთები მასშტაბური გამოფენა.

საერთაშორისო ექსპერტებმა გამართეს ტრენინგები და კონსულტაციები საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების, პროდუქციის განვითარების, პერსპექტივებისა და ტენდენციების შესახებ.

სამიტი ხელს შეუწყობს ტრადიციული რეწვისა და დიზაინის ადგილობრივი პროდუქციის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას და მის გასვლას საერთაშორისო ბაზარზე.

„ეთნოფესტ - 2018“-ზე ერთ სივრცეში მოიყარა თავი 100-ზე მეტმა ქართველმა ოსტატმა.

"ეთნოფესტის" ამოცანაა ადგილობრივი სასაჩუქრე/სასუვენირო ხელნაკეთი ნივთების პოპულარობის ამაღლება.

ასევე ამიერკავკასიაში ტრადიციული რეწვის და დიზაინის ბიზნეს ფორუმის ჩამოყალიბება, რომელიც ჩაეწერებოდა მსგავსი ტიპის სასაჩუქრე-სასუვენირო საერთაშორისო გამოფენა/ბაზრობების სიაში.