„ეზო“ ერთ-ერთი მაგალითია, როგორ გაუჭირდა სარესტორნო ბიზნესს საქართველოში და რომლის ამბავსაც რადიო თავისუფლება პანდემიის დასაწყისიდან მოგითხრობთ. ხალხს ეშინია, ფულის დახარჯვას ყველა ერიდება. ტურისტები არ არიან. ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი მკვეთრად იმატა - ეს „ეზოსთვის“ საკმარისი აღმოჩნდა, რომ ისევ დაკეტილიყო. ახლა გადარჩენის გზად მიტანის სერვისის ამუშავება და, შესაძლოა, „ეზოს“ ღია ცეცხლის რესტორნად გადაკეთება რჩება. მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობა და ვარაუდია. პასუხი კითხვაზე, ხვალ რა მოხდება, ისევ არ არსებობს.
„ეზო“ ისევ დაიკეტა
Your browser doesn’t support HTML5
პატარა რესტორანი „ეზო“ ისევ დაიკეტა. არაერთი მცდელობის, მისი მფლობელების ბრძოლის, ფიქრისა და დაგეგმვის, სესხის აღების, მენიუს ცვლილების, ყველა წესის დაცვისა და, რაც მთავარია, გარე სივრცის არსებობის მიუხედავად, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს „ეზომ“ ვერ გაუძლო.