ისინი გაეცნენ არსებულ ვითარებას. შეიტყვეს რუსული ბაზების მშენებლობის, ბორდერიზაციის, მოქალაქეთა უკანონო დაკავების და სხვა ფაქტების შესახებ. სტუმრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ევროპელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან
Your browser doesn’t support HTML5
პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლინას ლინკევიჩიუსი და ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ერთად იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში.