იასენკო სელიმოვიჩი: ევროკავშირმა არასოდეს არ უნდა დაივიწყოს საქართველო
Your browser doesn’t support HTML5
ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც რეზოლუციას მიემხრო დეპუტატების დიდი უმრავლესობა, სიტყვით გამოსულებს შორის იყო შვედეთის წარმომადგენელი დეპუტატი, იასენკო სელიმოვიჩი. მან ევროკავშირს მოუწოდა, ნუ დაივიწყებს საქართველოს, სადაც რუსეთი ომიდან 10 წლის შემდეგაც განაგრძობს სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას.