„დღეს თუ გავჩერდებით, ხვალ ბელარუსში გავიღვიძებთ“ - ინტერვიუ ლაშა ღვინიანიძესთან

Your browser doesn’t support HTML5

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიაშვილი, რომელსაც 8 მაისს ღამით, საკუთარ სახლთან ახლოს, რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება - მას გახეთქილი აქვს ტუჩი, ადევს ნაკერები და სახის არეში რამდენიმე ჰემატომაც აქვს.

თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე უცხო ნომრიდან, რომლითაც ბოლო ორი დღეა მასობრივად ურეკავენ ადამიანებს და აგინებენ, ჯერ ლაშას დედას დაურეკეს, შემდეგ მის 72 წლის მამას. საღამოს კი, ცემამდე ცოტა ხნით ადრე, უცხო ზარი მის ტელეფონზეც გაისმა. ხმა არავის ამოუღია, მხოლოდ სიჩუმე ისმოდა. რამდენიმე წუთში კი, ლაშას და მის მეგობარს უცხო ადამიანები მიუახლოვდნენ და ცემა დაუწყეს.

თავდასხმას ლაშას მეუღლეც შეესწრო, რომლის კივილზეც მეზობლები გამოვარდნენ და თავდამსხმელები გაიქცნენ.

ლაშა ფიქრობს, რომ ახლა გაჩერება გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, ორბორბლიანებზე გაცხადებული ნადირობა დაიწყო, მათ ვერ შეაშინებენ, რადგან დუმილი და გაჩერება დღეს - ნიშნავს ხვალ ბელარუსში გაღვიძებას.

მას ჩვენ საავადმყოფოში დავუკავშირდით და ეს ინტერვიუც ასე ჩაიწერა.