დისიდენტის მოგონებები
Your browser doesn’t support HTML5
ხალხის მმართველობა - დემოკრატია - მაშინ მხოლოდ უტოპიას ჰგავდა. გასული საუკუნის 70-იანი წლების საქართველოში დისიდენტური მოძრაობა ავტოკრატიას მხოლოდ ერთეულების დონეზე უპირისპირდებოდა. სასწორზე იდებოდა ყველაფერი - თავისუფლება, ჯანმრთელობა და ხშირად სიცოცხლეც. საბჭოთა დროის პოლიტპატიმარი, დისიდენტი ავთანდილ იმნაძე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა გამორჩეული წარმომადგენელია. ვიდრე დაიჭერდნენ და მას შემდეგაც, ის ხშირად სახტად ტოვებდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (სუკს).