დეზინფორმაცია: რუსეთის ტელევიზია COVID-19-ის გავრცელებას ბილ გეიტსს აბრალებს

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პრაიმ-ტაიმში 15-წუთიანი სიუჟეტი აჩვენა, სადაც უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიები იყო მოყოლილი ამერიკელი მილიარდერისა და ფილანთროპის ბილ გეიტსის კავშირთან ახალი კორონავირუსის პანდემიასთან. იმავე დღეს ევროკავშირმა მოხსენება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი „კოორდინირებულ კამპანიას“ ეწევა პანდემიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გასავრცელებლად.