დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა - რას მოხმარდება სარეზერვო ფონდი
Your browser doesn’t support HTML5
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას დაუჭირა მხარი. თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან დედაქალაქის ბიუჯეტში მიიმართება და ძირითადად მოხმარდება გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების დაფინანსებას. აღნიშნული თანხიდან ნახევარი მილიონი თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის შესავსებადაა განსაზღვრული. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი სარეზერვო ფონდის სახსრებს საარჩევნო კამპანიაში დახარჯავს.