დაშორებული მშობლები და ფსიქოლოგიური ძალადობა

Your browser doesn’t support HTML5

ახლახანს საპელაციო სასამართლომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსქიოლოგიურ ძალადობად აღიარა. სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ანა აბაშიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი აღნიშნავს, რომ ეს საქმე ბავშვთა უფლებების დამცველების  მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, უფრო მეტიც, ბავშვების გამარჯვებაა, იმ ბავშვებისა, რომელთა ფსიქიკა ზიანდება მაშინ, როდესაც დაშორებული მშობლები მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. კერძოდ,  საუბარია იმ შემთხვევებზე, როცა მშობლები განცალკევებით ცხოვრობენ და ბავშვებს პერიოდულად უხდებათ ყოფნა ხან ერთ, ხან მეორე მშობელთან. ანა აბაშიძე გვახსენებს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოსავლენად, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური ხასიათი