დაუსრულებელი სტადიონები

Your browser doesn’t support HTML5

8 წლის განმავლობაში მშენებარე ფოთის სტადიონი, რომელიც ისევ დაუსრულებელია. მის მშენებლობაზე რამდენიმე კომპანიამ იმუშავა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავანსად მილიონობით ლარი მიიღეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კომპანია “ელიტა ბურჯია”.

მე-5 წელია, შენდება ზუგდიდის სტადიონი, რაზეც პირველ ეტაპზე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროექტი და სამუშაოები ხარვეზიანია და სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

ბათუმის ახალაშენებული არენა, რომელზეც ბიუჯეტიდან 145 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და 2 თამაშის შემდეგ ბუნებრივი საფარი მწყობრიდან გამოვიდა.