დატოვეს თუ არა ქართული ოცნება მისმა წევრებმა

გიგი უგულავას პრესკონფერენცია

„ქართული ოცნების“ წევრები რუსთავიდან, გარდაბნიდან, დმანისიდან და წალკიდან "ევროპულ საქართველოში" გადავიდნენ - ამის შესახებ 14 ოქტომბერს გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით „ევროპულ საქართველოს“ სულ 21 წევრი შეუერთდა, რომლებიც ადრე მმართველი პარტიის რეგიონული წარმომადგენლები იყვნენ.

„დღეს სალომე ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი ბევრი ადამიანისთვის, რომელიც ქართულ ოცნებას უჭერდა მხარს ან ქართულ ოცნებაში მუშაობდა“, განაცხადა გიგი უგულავამ მედიასთან კომენტარში.

„აქ იმყოფებიან ადამიანები რომლებმაც რუსთავში დააფუძნეს ქართული ოცნება, ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას საკრებულოებში წარმოადგენდნენ, იყვნენ მაჟორიტარები, წარმომადგენლები კომისიებში, აგიტატორები, კოორდინატორები და ზონის უფროსები“, დაამატა უგულავამ. მისი თქმით პარტიის ახალი წევრები წლების განმავლობაში ებრძვიან ნეპოტიზმსა და კორუფციას.

Your browser doesn’t support HTML5

გიგი უგულავა პარტიაში გადმოსული „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შესახებ

უგულავას განცხადება რამდენიმე საათში უარყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ის 21 ადამიანი რომელზეც „ევროპული საქართველო“ საუბრობს, დიდი ხანია აღარ იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრები.

„აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი „ქართული ოცნების“ წევრი დღეს არ არის. ბევრი მათგანი საერთოდ არ იყო შეხებაში ქართულ ოცნებასთან, რამდენიმე მათგანი იყო და აქედან ერთ-ერთი იყო სხვა პარტიის კანდიდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე“, განაცხადა მდინარაძემ.

Your browser doesn’t support HTML5

მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს

„ქართული ოცნება“ ყოფილი წევრების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას მოგვიანებით აპპირებს.