თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა. მკვლელობაში ბრალდებული 2 მოზარდის მიმართ სახელმწიფო ბრალდება სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს. საქმის ექვსთვიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილებას 31 მაისს, 11 საათზე, გამოაცხადებს, 30 მაისს კი სასამართლომ ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოუსმინა.