საქონლის გამო დაწყებული გაუგებრობა თელავში სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა. ერთმანეთს ვარდისუბანსა და ყარაჯალაში მცხოვრები ათამდე ადამიანი გაუსწორდა. მხარეები ამბობენ, რომ ჩხუბის დროს იარაღიც ისროლეს. მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი. დაკავებულია ყოფილი პოლიციელი დავით ლეგაშვილი, რომელსაც სამშენებლო აგურის წარმოება აქვს, დაპირისპირება კი საწარმოს ტერიტორიაზე საქონლის შესვლამ გამოიწვია. ვარდისუბნის მოსახლეობის ნაწილი დაკავებული პოლიციელის გათავისუფლებას ითხოვს.
თელავის რაიონულ სასამართლოში 25 სექტემბერს წარედგინება ბრალი ყოფილ პოლიციელს, დავით ლეგაშვილს, რომელიც შს სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ ვარდისუბანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დააკავეს. შემთხვევა საკვირაო ბაზარში მოხდა -თელავის ორი მეზობელი სოფლის, ყარაჯალასა და ვარდისუბნის, მოსახლეობის ნაწილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდა. გამოყენებული იყო იარაღიც, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულ დავით ლეგაშვილს ეკუთვნის.
არ გამოჰყავდათ საქონელი ჩვენი ტერიტორიიდან. შემდეგ ცემაზე გადავიდნენ. მე გაჩუმებული ვიყავი მანამდე, სანამ ჩემს შვილიშვილს ხელი და „ლაფატკა“ არ დაარტყეს თავისსავე აგურის ცეხში, თავის ტერიტორიაზე. საქონლის გამო მოხდა ეს ყველაფერი...ილო ლეგაშვილი
ლეგაშვილების ოჯახს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში აგურის მწარმოებელი საამქრო აქვს.საკვირაო ბაზარი ამ საამქროსთან მდებარეობს. დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც ბაზარში გასაყიდად მიყვანილი საქონელი ლეგაშვილების საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. დავით ლეგაშვილის მამა, ილო ლეგაშვილი, ამბობს, რომ როდესაც მათ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ პირებს თავიანთი საამქროს ტერიტორიიდან საქონლის გაყვანა მოსთხოვეს, უარი მიიღეს და დაპირისპირებაც მათი მხრიდან დაიწყო:
„არ გამოჰყავდათ საქონელი ჩვენი ტერიტორიიდან. შემდეგ ცემაზე გადავიდნენ. მე გაჩუმებული ვიყავი მანამდე, სანამ ჩემს შვილიშვილს ხელი და „ლაფატკა“ არ დაარტყეს თავისსავე აგურის ცეხში, თავის ტერიტორიაზე. საქონლის გამო მოხდა ეს ყველაფერი“.
საპირისპიროს ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ნამიქ ილიაზოვი. მისი თქმით,საქონელი, რომელიც ლეგაშვილების კუთვნილ ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა, მისი და მისივე სიძის იყო. ნამიქ ილიაზოვის განცხადებით, ლეგაშვილებმა და მათივე ახლობლებმა ჯერ მის სიძეს სცემეს, შემდეგ კი პირადად მას. ამბობს, რომ ლეგაშვილები ხელკეტებს ურტყამდნენ და იარაღიც ჰქონდათ. ნამიქ ილიაზოვი ამბობს, რომ ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის:
„მე დავინახე ჩემ სიძეს ხელკეტებით და რკინის დუბინკებით როგორ ურტყამდნენ. ორ მათგანს კიდევ ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა. მე რომ გავიქეცი სიძის დასახმარებლად, შემდეგ მე დამიწყეს ჩხუბი და ცემა. ათნი იყვნენ. მათ დაჭრეს ერთი კაცი, ასევე სცემეს 14 წლის მოზარდსაც. მას ნეკნი აქვს დამტვრეული. წინა კვირას ავტომატითაც უსვრიათ. ახლა კიდე ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ მოსული. თუ კანონი არსებობს, სიმართლე გაირკვეს. მოვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს“.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ ყარაჯალის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ მუსაევი გვეუბნება, რომ დაპირისპირების დროს ერთ-ერთი პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით მსუბუქად დაიჭრა, სხვა დაშავებულებთან ერთად თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ყველა დაშავებული სახლშია გაწერილი. დეპუტატი ზურაბ მუსაევი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ორი სოფლის დაპირისპირებას გაგრძელება არ ჰქონდეს:
ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, იარაღიდან გასროლა კი შემთხვევით მოხდა: „ლეგაშვილი არის ყოფილი პოლიციელი და მას აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. დაპირისპირების დროს, როდესაც გადაიწია ქურთუკი, გამოჩნდა იარაღის ტარი. მას ეს იარაღი ამოაცალეს...ლეილა გარსევანიშვილი
„თუ ვინმეა დასასჯელი, უნდა დაისაჯოს. თუკი ვინმეს რაიმე ზარალი აქვს მიყენებული, ზარალი უნდა აუნაზღაურდეს. ჩვენ გვიცხოვრია მშვიდად და ასევე გავაგრძელებთ თანაცხოვრებას. ამ პატარა ინციდენტის გამო ამ ორი მოძმე სოფლის ერთმანეთთან გადაკიდება გამორიცხულია. მე, როგორც ამ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, ამის გასაქანს არავის არ მივცემ და არ დავუშვებ ამ პროცესებს“.
მას შემდეგ, რაც სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები დავით ლეგაშვილი დააკავეს, მისმა ნათესავებმა და სოფლის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ლეგაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. აქცია 23 სექტემბრის გვიან ღამემდე გაგრძელდა.დავით ლეგაშვილის ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, იარაღიდან გასროლა კი შემთხვევით მოხდა:
„ლეგაშვილი არის ყოფილი პოლიციელი და მას აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. დაპირისპირების დროს, როდესაც გადაიწია ქურთუკი, გამოჩნდა იარაღის ტარი. მას ეს იარაღი ამოაცალეს. როდესაც დავით ლეგაშვილმა იარაღის ამოცლა იგრძნო, დაიწყო ერთ-ერთ პირთან ჭიდილი იმისთვის, რომ იარაღი არ წაეღო და გასროლა არ მოეხდინა. ამ ჭიდილში შემთხვევით მოხდა ამ იარაღიდან გასროლა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.