დანგრეული ცხოვრება, 35 წელი ჩერნობილიდან
Your browser doesn’t support HTML5
ჩერნობილის ატომური სადგურის თანამშრომელი ანა შინკარენკო იხსენებს როგორი დაბნეულობა სუფევდა1986 წელს საბჭოთა კავშირის ატომურ ტრაგედიის შემდეგ და როგორ დააყოვნა მოსახლეობის ევაკუაცია მთავრობამ. ის ამბობს, რომ თავდაპირველად ავარიის შესახებ არაფერს ეუბნებოდნენ. მერეც, როცა შინკარენკო, მისი მეუღლე და შვილები ქალაქს გამოერიდნენ, ისინი რადიაციით გამოწვეული დაავადებებით იტანჯებოდნენ. „ჩერნობილმა ჩვენ ბავშვობა წაგვართვა“, - უთხრა მას ქალიშვილმა, - „შენ და მამას კი ნორმალური ცხოვრება დაგინგრიათ“.