დამრჩა 5 ქიმია და ვიცი, რომ გავიმარჯვებ - ნინო წიკლაური

Your browser doesn’t support HTML5

ნინო წიკლაურმა 2016 წელს მკერდში კვანძი პირველად თვითონ შენიშნა. ამის შემდეგ ექოსკოპია გადაიღო, მაგრამ ეს კვლევა დაავადების დასადგენად არასაკმარისი აღმოჩნდა. საჭირო იყო შემდეგი ეტაპები - ბიოფსია, მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ბევრი სხვა რამ, რაზეც უარი თქვა. იმ დროს ნინო 3 თვის ორსული იყო. ფეხმძიმედ ყოფნის გამო 5 თვე დაიკარგა. მე-8 თვეს საკეისრო კვეთა გაუკეთეს და ოპერაციის მერე სიცხეებიც დაეწყო. ბევრი ანალიზისა და კვლევის შემდეგ დაუსვეს დიაგნოზი - მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადია.

ქიმიო-სხივურმა თერაპიებმა და ოპერაციამ შედეგი გამოიღო, ნინოს 5-წლიანი რემისია ჰქონდა. ყველაფერი კარგად იყო 2022 წლამდე. გასული წლის ნოემბერში მას კვლავ დაუდგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, ისევ მესამე სტადია: "ახლა ვარ მკურნალობის ეტაპზე, დამრჩა 5 ქიმია და ვიცი, რომ გავიმარჯვებ აუცილებლად..."