2019 დამთავრდა, 2020-ის გეშინოდეთ, ხალხნო! - განკითხვის დღე

არჩილი, სალომე, გახარია... - ყველაზე თამადური საახალწლო სიტყვა პრეზიდენტს გამოუვივდა. ერის დეპრესია მტრებს თუ გაახარებსო, გვითხრა, რაც მამაპაპურ ქართულზე რომ ვთარგმნოთ, ნურცა იხაროს მტერმა ჩვენზედა, არც არა გაუხარნიაოს, ნიშნავს. მოკლედ, ბევრი დავლიეთ, კიდევ მეტი მაშხალა ვისროლეთ ხან წაღმა და ხანაც უკუღმა... მერე?