შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარბევას.
06:30 საათისათვის პოლიციელები აგრძელებენ აქციის მონაწილეების ძალადობრივ დაკავებას.
კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას მათზე ძალადობენ: მას შემდეგ, რაც გაკავებული ჰყავთ, ურტყამენ სახესა და კეფაში.
დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
ღამის ორი საათიდან, პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და დემონსტრანებს შორის მრავალსაათიანი, პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა დაიწყო.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოიყენა წყლის ჭავლი, რომელშიც, აქციის მონაწილეების თქმით, წიწაკის სპრეი იყო გარეული.
საპროტესტი აქცია მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას.
ასევე ნახეთ "ოცნება" ევროინტეგრაციას აჩერებს - რა უძღოდა წინ და რა მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას