თბილისში მორიგი აქცია-მსვლელობა ტარდება - თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც „აგენტების კანონის“ მიღების პერიოდში ფეისბუკში შექმნეს მოხალისეებმა, რათა დედაქალაქში მიმდინარე აქციებზე დასწრება რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც შესძლებოდათ.
აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
მსვლელობა 19:20 საათზე დაიწყო თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
ასევე ნახეთ თბილისში ოპოზიციის ორი საპროტესტო მსვლელობა იმართება