11 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო დავით უსუფაშვილი, მოძრაობა "შენების" ლიდერი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი. მან ილაპარაკა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე პროტესტსა და ყველა სუბიექტის როლსა და პასუხისმგებლობაზე, ვინც მონაწილეობს ამ პროცესებში. დავით უსუფაშვილისთვის ზაზა სარალიძის პროტესტის გამოხატვის ფორმებში არ არსებობს არავითარი "მაგრამ", თუმცა, ამასთან ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება ზაზა სარალიძეს ვინმემ დააკისროს პოლიტიკური ტვირთი ან პასუხისმგებლობა პროცესების წარმართვაზე და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე.
Your browser doesn’t support HTML5