დავით რაზმაძის დაღუპვის ახალი დეტალები

დავით რაზმაძე

ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის, ცხედრის გადმოსვენება დღეს ვერ მოხერხდა. ორი დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ცხედრის გადმოსვენების პროცედურა დაწყებული იყო და ეს პარასკევს ან კვირას მოხდებოდა. შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული. მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღესაც ჰქონდა კომუნიკაცია, საიდანაც მიიღო ინფორმაცია, რომ გადმოსვენება უახლოეს დღეებში მოხდება. გარდა ამისა, ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, უკვე ითარგმნა არაბულ ენაზე შესრულებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ლიბიიდან საქართველოში გამოიგზავნა.

Your browser doesn’t support HTML5

დავით რაზმაძის დაღუპვის ახალი დეტალები

გვეუბნებიან, რომ არსებობს დოკუმენტი, რომ ბავშვი მოკლულია, მაგრამ ჩვენ ეს დოკუმენტი ჯერ არ წაგვიკითხია და ეს გვითხრეს ტელეფონით.
იაგო ცეცხლაძე

„როგორც მე ვიცი, ამ დასკვნაში გარკვეული საკითხები ბუნდოვანია, ამიტომ არის აუცილებელი ადგილზეც დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება. როგორც ვიცი, დასკვნაში არის საუბარი ფიზიკური ძალადობის კვალზეც, რაც ოჯახს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ დათო რაზმაძე მოკლულია“, - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

დავით რაზმაძის ბიძა, იაგო ცეცხლაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა საგარეო საქმეთა სამინისტროშია და ოჯახს ის ჯერ არ უნახავს. სატელეფონო საუბრისას კი სამინისტროდან აცნობეს, რომ დასკვნის მიხედვით, ოჯახის ვარაუდი მკვლელობის შესახებ მართლდება.

„გვეუბნებიან, რომ არსებობს დოკუმენტი, რომ ბავშვი მოკლულია, მაგრამ ჩვენ ეს დოკუმენტი ჯერ არ წაგვიკითხია და ეს გვითხრეს ტელეფონით. თქვენ როგორც ვარაუდობდით, ოჯახიო, ისეა მომხდარიო. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოკლულია, მაგრამ როგორ არის მოკლული და ვისგან არის მოკლული, ჯერ ეს არ ვიცით. ოფიციალური დასკვნა არ გვაქვს წაკითხული. ეს დასკვნა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იქიდან გვითხრეს, რომ, ოჯახი როგორც ვარაუდობდით, ისეა დაღუპულიო“, - ამბობს იაგო ცეცხლაძე. მისი თქმით, სამინისტროდან მხოლოდ სიტყვიერი დაპირება არსებობს, რომ ცხედარს კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ.

ასევე ნახეთ ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის ტრაგიკული ისტორია

დავით რაზმაძის ლიბიაში მკვლელობის შესახებ პირველი ინფორმაცია ბებიამ, მედეა ცეცხლაძემ, გაავრცელა. მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხით, რომელიც ლიბიიდან არის გამოგზავნილი, ირკვევა, რომ რაზმაძე გემშივეა მოკლული. მკვლელობის მოტივის შესახებ მედეა ცეცხლაძეს ინფორმაცია არ გააჩნია.

„ექსპერტიზის პასუხებიდან ის ვიცით, რომ მოვიდა არაბულ ენაზე შეტყობინება, რომ ნამდვილად მოკლულია შიგ გემშივე. ალბათ, ერთ-ერთი ვიღაცა იყო, რა ვიცი. როგორც გავიგეთ, ეჭვმიტანილიც ჰყავთ, მაგრამ მისი ვინაობა არ ვიცი. საერთოდ, არ ვიცით არაფერი, რა მოხდა. იმ საღამოს - 6 რიცხვი იყო (იანვარი) - ვიდეოა გადაღებული და ნაჩვენებია, რომ ჩვეულებრივად იყო ბავშვი და ყველანი ჩვეულებრივად იყვნენ. ვიღაცის დაბადების დღე ყოფილა. არცა სვამდა, არაფერი, ისედაც არ ეტანებოდა სასმელს. 7 რიცხვიდან უკვე შეწყდა ჩვენთან ურთიერთობა. ბავშვი ვახტაზე იყო ჩასული. დილით ეგეთი ამბავი მოხდა, რომ დაიკარგაო. ჩვენ 14-ში გაგვაგებინეს“, - ამბობს მედეა ცეცხლაძე.

მე-9 კლასამდე დათო რაზმაძემ გორის მე-12 სკოლაში ისწავლა, შემდეგ კი დედის ძმამ და ბიცოლამ ბათუმში წაიყვანეს, სადაც საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა და მოგვიანებით გემზე სამუშაოდ მოეწყო.

ლიბიაში გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს, საქართველოში, სავარაუდოდ, პარასკევს ან კვირას ჩამოასვენებენ, - განაცხადა 27 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. მისი განმარტებით, 23 წლის ახალგაზრდის ცხედრის გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.

დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილია. ზაზა რაზმაძე მთელმა მსოფლიომ იმ ცნობილი ფოტოთი გაიცნო, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს გორის დაბომბვისას არის გადაღებული. ფოტოზე ზაზა რაზმაძე დაღუპულ ძმას, ზვიად რაზმაძეს, დასტირის. პატარა დათო მაშინ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რადგან იმ ადგილიდან, სადაც ბომბები ჩამოვარდა, ოდნავ მოშორებით თამაშობდა. ზაზა 2014 წლის თებერვალში უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა. რაზმაძეების ოჯახის ტრაგიკული ისტორია დავით რაზმაძის მკვლელობით გაგრძელდა. ოჯახი აპირებს, რომ საქართველოში ჩამოსვენებისთანავე ცხედარს კიდევ ერთი

ზაზა რაზმაძე დაღუპულ ძმას, ზვიად რაზმაძეს, დასტირის

ექსპერტიზა ჩაუტარონ.

მე-9 კლასამდე დათო რაზმაძემ გორის მე-12 სკოლაში ისწავლა, შემდეგ კი დედის ძმამ და ბიცოლამ ბათუმში წაიყვანეს, სადაც საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა და მოგვიანებით გემზე სამუშაოდ მოეწყო. ეს მისი მეოთხე გასვლა იყო ზღვაში. მანამდე მას ძირითადად უკრაინის პორტებში უხდებოდა გამგზავრება. ბოლოს თურქულ გემზე მოეწყო სამუშაოდ, რომლითაც ლიბიაში გაემგზავრა.

ლიბიაში დაკარგული მეზღვაური, დავით რაზმაძე, 21 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე. მას ბოლო კონტაქტი დედასთან 6 იანვარს ჰქონდა, 7 იანვარს კი გაუჩინარდა. გემის მფლობელმა კომპანიამ ამის შესახებ ოჯახს 14 იანვარს აცნობა.