დავით კინწურაშვილი: მუსიკით შეგვიძლია უკეთეს სამყაროზე ვიფიქროთ

დავით კინწურაშვილმა სხვებთან ერთად დააფუძნა ქართული სექსტეტი, ქართველ, ასევე გერმანიაში მცხოვრებ მუსიკოსებთან ერთად ჯგუფი აწყობს კონცერტებს და გერმანიას ქართულ ვოკალურ მუსიკას აცნობს.

უცხოეთში - გერმანიაში ცხოვრება სავსეა მუსიკით, რაც მაკლია და მენატრება, არის ოპერა, რომელიც საქართველოში დავტოვეო, - მითხრა დავით კინწურაშვილმა, რომელიც ჰანოვერში, გერმანიაში ცხოვრობს.

ის მუსიკოსია, დირიჟორი, პიანისტი, მომღერალი, მუსიკის თერაპევტი, კულტურის მენეჯერი. პოდკასტის ამ ეპიზოდში მუსიკის თერაპიაზე, ადამიანზე მუსიკის ზემოქმედებაზე, ბავშვებსა და მუსიკაზე, მუსიკის სოციალურობაზე გიამბობთ პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე დავით კინწურაშვილთან, ჰანოვერის თავისუფალი ვალდორფის სკოლის პედაგოგთან ერთად.

Your browser doesn’t support HTML5

დავით კინწურაშვილი: მუსიკით შეგვიძლია ბევრად მეტი გავაკეთოთ

დავით კინწურაშვილმა სხვებთან ერთად დააფუძნა ქართული სექსტეტი, ქართველ, ასევე გერმანიაში მცხოვრებ მუსიკოსებთან ერთად ჯგუფი აწყობს კონცერტებს და გერმანიას ქართულ ვოკალურ მუსიკას აცნობს.

ხუთი წლის წინ, როცა ილია სამურგანიდისთან ერთად მასზე პოდკასტის „შინ-უცხოეთში“ ერთი ეპიზოდი გადავიღეთ, მუსიკალური თერაპია არ უხსენებია.

ახლა მითხრა, სულ მაინტერესებდაო. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, მუსიკით თერაპია შეისწავლა, მუსიკის თერაპევტი, მკურნალი გახდა.

თერაპევტობისთვის მხოლოდ მუსიკოსობა ალბათ არ კმარა. პაციენტის დანახვა, მისი მთლიანად დანახვაა საჭირო, სწორად რომ „უმკურნალო მუსიკით“.

დავით კინწურაშვილმა სექსტეტის გამოსვლების დროს, ქართული პოლიფონიური თუ სხვა სიმღერების მოსმენით მსმენელზე ზემოქმედებაზეც მიამბო.

მუსიკა, როგორც სოციალური მედიუმი - გერმანიაში, პროფესორმა, ერთხელ უთხრა ჰაიდნის ქმნილებაზე, ვინც ამ მუსიკას მოისმენს ან გაიგებს, ის არასოდეს იომებსო.

ადამიანთა თავყრილობებისას მუსიკის ამოცანაზე ვისაუბრეთ და გავიხსენეთ 9 აპრილიცა და წლევანდელი საპროტესტო გამოსვლებიც.

საზოგადოებას, რომელიც ასე გახლეჩილი იყო და რჩება, რომელმაც გადაიტანა მღელვარებით აღსავსე არჩევნები, რომელიც სულ მღერის და ცეკვავს, ეს მუსიკა დადებითს უღვიძებს, შეიძლება ამშვიდებს, ეს მუსიკალური თერაპია მას ეხმარება უბრალოდ სიმშვიდე ნახოს.

ჰანოვერის ვალდორფის სკოლის მასწავლებელი მიამბობს ბავშვებისა და მუსიკის ურთიერთობის ერთ ნიუანსზე, - როგორ მუსიკას უნდა ისმენდეს ბავშვი.

ვალდორფის სკოლაში კლასიკური მუსიკა ჰაერივითაა, ჰანოვერის სკოლა გერმანიაში ყველაზე მუსიკალური სკოლაა.