„კელიებში მაინც არც სასულიერო პირებს უშვებენ და არც მომლოცველებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით გარეჯის კომპლესიის გიდი ზვიად ანანიაშვილი.
ერთადერთ ადგილი სადაც დღეს სასულიერო პირები დაუშვეს, ქედზე მდებარე აღდგომის სახელობის ტაძარია.
ასევე ნახეთ დავით გარეჯი: ჯერ მხოლოდ სამღვდელოებისთვის„ის მთავარი ტაძრები, სადაცა გარეჯელი მამების ფრესკებით მოხატული ტაძრებია, არავინ შეუშვეს. აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ჰქონდათ ჩაკეტილი ფრესკებიან ტაძრამდე მისასვლელი ბილიკები და არავინ შეუშვეს. მამა პავლე იყო ჩასული, მაგრამ არ შეუშვეს, მხოლოდ ქედზე მდგომ აღდგომის ტაძარში შესვლის საშუალება მისცეს “,- ამბობს ზვიად ანანიშვილი.
შესაბამისად, ზვიად ანანიაშვილი ამბობს, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, აღდგომის ტაძარში ისედაც მხოლოდ ლავრაში მცხოვრები ბერები შედიოდნენ, დანარჩენი სანახავი და მოსალოცი რაც იყო - ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრები, იქ აზერბაიჯანელმა მესაზღავრეებმა მომლოცველები კი არა, სასულიერო პირებიც არ მიუშვეს.
დავით გარეჯში გზა 11 ოქტომბრიდან მხოლოდ სასულიერო პირებისთვის გაიხსნება - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბაქოში ვიზიტის დასრულების შემდეგ. თბილისში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ბაქოში ვიზიტის წინ პრემიერ-მინისტს საქართველოს პატრიარქმა წერილი გაუგზავნა.
8 ოქტომბრის წერილში კათოლიკოს-პატრიარქი ხაზს უსვამდა აუცილებლობას, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტიაციის პროცესის დასრულებამდე:
- აღდგეს აქამდე არსებული სტატუს კვო - სასულიერო პირებსა და ტურისტებს არ შეექმნათ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების მონახულების პრობლემა;
- ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია.
ვიზიტის (9 ოქტომბერი) დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 10 ოქტომბერს თბილისში, მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ:
- „ხვალიდან (11 ოქტომბრიდან) ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება“;
- „შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“.
გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში.
საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. წლების განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეებს შორის მიმდინარეობს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ აპრილში რამდენიმე დღით ჩაიკეტა. მოგვიანებით გაიხსნა. ამ დროისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება კვლავ აკრძალული აქვთ ქართველ მომლოცველებსა და სასულიერო პირებს.