დავით გარეჯი: საზღვრის დაზუსტების მოლოდინში
Your browser doesn’t support HTML5
დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრები დაახლოებით ერთი წელია დაკეტილია ტურისტებისთვის, მრევლისთვისა და სასულიერო პირებისთვის. სამონასტრო კომპლექსის მახლობლად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დღემდე შეუთანხმებელია, მოძრაობას კი ორივე მხრიდან მესაზღვრეების აკონტროლებენ. დავით გარეჯის კომპლექსს აზერბაიჯანული მხარე კავკასიელი ალბანელების მემკვიდრეობად მიიჩნევს. ქართველი ისტორიკოსებისთვის, კი ძეგლი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოთაშორის ხანგრძლივ მოლაპრაკებებზე ამ საკითხს გადაწყვეტას პირი ისევ არ უჩანს.