„დავით ბაგრატიონი უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოების მიერ“

Your browser doesn’t support HTML5

„დავით ბაგრატიონი უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოების მიერ“- განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელენე რუხაძემ. მისი თქმით, შესაძლოა დავით ბაგრატიონის საზღვარგარეთ გამგზავრება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

თბილისის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა გვიან ღამეს დასრულდა. გამოკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გამოძიებას მიაწოდა ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის ცემის ფაქტთან დაკავშირებითაც. თუმცა, ადვოკატმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.