დავით აღმაშენებელთან დაკავშირებული და სხვა ხელნაწერები
Your browser doesn’t support HTML5
დავით აღმაშენებლის გამეფებიდან 930 წლის აღსანიშნავად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა იხსნება, რომლისთვისაც საცავებიდან გამოაქვთ ფონდში არსებული ის ხელნაწერები, რომელიც აღმაშენებელთან არის დაკავშირებული.
"ეს გამოფენა არის გამოფენა, რომელიც უნდა ნახო. ეს არის მათთვის, ვისაც სამშობლო უყვარს მითების დონეზე - არადა, კარგია, რომ უყვარდეს რეალური სამშობლო; ეს არის მათთვისაც, ვისაც არ უყვარს სამშობლო, თუმცა მეეჭვება რომ არ უყვარდეს, უბრალოდ, არ იცნობს და შეუძლია მოვიდეს და გაიცნოს; და ეს მათთვისაცაა, ვისაც უყვარს სიძველე, ხელოვნება, ფერები და ტექსტები", - გვითხრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მისულებს ნესტან ბაგაურმა, ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელმა.