დაგვიანებული რეაქცია ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევაზე

საოკუპაციო საზღვარი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირველო მისიამ (EUMM) განაცხადა, რომ სოფელ ნიქოზთან ახლახან გავლებული ზოგიერთი ხნული, მართლაც, კვეთს ადმინსტრაციულ საზღვარს. მისიის ოფიციალურ ვებსაიტზე 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროკავშირის მეთვალყურეები განაგრძობენ პროცესზე დაკვირვებას და გაძლიერებულ პატრულირებას. სადამკვირვებლო მისიისავე განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვართან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 15 მაისს ერგნეთში გაიმართება. ნიქოზის ტერიტორიაზე ოკუპირებულ სოფელ ტბეთიდან ტრაქტორი 4 მაისს შევიდა და ხნულის გავლება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაიწყო. ამ ყველაფერს ხედავდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, პოლიციელები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

Your browser doesn’t support HTML5

დაგვიანებული რეაქცია ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევაზე

ნიქოზის თემში ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ივანე მელანაშვილი არც მალავს, რომ ტრაქტორის მუშაობას თვალს შორიდან ადევნებდნენ და ვერაფერს აკეთებდნენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერსა და გამყოფ ღობესთან „ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები“ განაახლეს...

მედიამ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ ხნულების გავლების ფაქტი 8 მაისს დააფიქსირა. ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლების რეაქციაც 4-დღიანი დაგვიანების შემდეგ მოჰყვა. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა პროვოკაცია უწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების აღმართვას. ციხელაშვილს ჟურნალისტებთან არ დაუმალავს, რომ ამ თემაზე ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერსა და გამყოფ ღობესთან „ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები“ განაახლეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანამდე საოკუპაციო ღობის სიგრძე 12 კილომეტრს შეადგენს. ეს არის გამყოფი ხაზის გასწვრივ ყველაზე გრძელი ღობე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფაქტს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააპროტესტებენ.