27 და 28 აპრილს რუსთავი გახსნეს

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში ოთხი დიდი ქალაქი გახსნეს ორი დღით. ამ ქალაქებში შესვლა და ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით შეიძლება, თუმცა რუსთავის ბლოკ-პოსტებზე ამის გადამოწმება, უმეტესწილად, არ ხდებოდა. ბლოკ-პოსტზე თავისუფლად ატარებდნენ მანქანებს, მოქალაქეებს თერმოსკრინინგზე ამოწმებდნენ, მაგრამ არა ყველას. საღამოს იმატა მანქანების ნაკადმა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე. ოთხივე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდება.