გურამ კაშია: „დროა ჯილდო საქართველოს ნაკრებთან ერთად მივიღო“
Your browser doesn’t support HTML5
ფეხბურთელი გურამ კაშია 2018 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩს - არნემის „ვიტესიდან“ გაცილებას - იხსენებს და ამ კლუბში დაბრუნების სურვილსაც გამოთქვამს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი 2019 წელს სწორედ ნაკრებთან ერთად აპირებს მიაღწიოს მთავარ წარმატებას - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდეს.