გურამ თუშიშვილი: „ყველაფერი ისე მოვახერხე, როგორც დაგეგმილი მქონდა“
Your browser doesn’t support HTML5
ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე 26 სექტემბერს მამაკაცებს შორის მედლები +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გურამ თუშიშვილი ავიდა.
23 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა, საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგ კოკაურს აჯობა.
„ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. ყველაფერი მოვახერხე ისე, როგორც მინდოდა, როგორც დაგეგმილი მქონდა, და ძალიან ბედნიერი ვარ. მივულოცავ ჩემს ოჯახს, ჩემს მწვრთნელებს და ქართველ გულშემატკივარს“, - უთხრა მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა რადიო თავისუფლებას.