ტერიტორია არის, თავშესაფარი არა
Your browser doesn’t support HTML5
უპატრონო ცხოველების თავშესაფარი, რომლის შესახებაც რამდენიმე წელია საუბრობენ ცხოველთა უფლებების დამცველები აფხაზეთში, ჯერაც არ აშენებულა. გამოიყო ტერიტორია, მაგრამ მშენებლობისთვის საჭირო ფული არ არის და არც არავინ იცის, როდის იქნება. ამასობაში გრძელდება მაწანწალა ცხოველების ჟლეტა.