გრიშას სტალინი
Your browser doesn’t support HTML5
საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი „რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ცენტრს“ ხსნის. გრიშა ონიანის თქმით, ცენტრის კარი ღია იქნება რუსი ტურისტების, სტალინის თაყვანისმცემლებისა და მკვლევრებისთვის. ამ ცენტრში არ მოჰყვებიან იმის შესახებ, რომ სტალინის რეპრესიებს ათეულობით მილიონი ადამიანი შეეწირა. ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია და ექსპონატები სტალინის შესახებ, სავარაუდოდ, სტალინის დაბადების დღეზე, 21 დეკემბერს გაიხსნება. ამასთანავე, გრიშა ონიანი სტალინის მოსკოვიდან საქართველოში გადმოსვენების პროექტის შესახებ ლაპარაკობს, რომელიც მან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და ამ პროექტს მისი თქმით, მხარს უჭერდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.