გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც სეტყვით დაზარალდა, ფართობების აზომვა დაიწყეს. ყოველ განადგურებულ ერთ ჰექტარზე გლეხები 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. 25 მაისის სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში 30-მდე სოფელი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული სოფლები აღმოჩნდნენ. სოფელ ქერეში, წინასწარი მონაცემებით, მოსავლის 100 პროცენტია განადგურებული.
სეტყვის შემდეგ სტიქიით დაზარალებულებმა გორში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრიც შეხვდა, რომელმაც მათ 200-ლარიანი ვაუჩერის, ბანკებში სესხების გადავადების შუამდგომლობის, საირიგაციო გადასახადისგან გათავისუფლების და დონორული პროგრამების ამოქმედების პირობა მისცა. ამ პირობით დაზარალებულები უკმაყოფილოები არიან და ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციას ითხოვენ. მათი თქმით, აგროდაზღვევის ფარგლებში სახელმწიფოს 70-პროცენტიანი თანადაფინანსება უნდა გაეწია და ახლა ამ თანხის მიღებას ითხოვენ, თუმცა მათ უმრავლესობას მიწის ნაკვეთები დაზღვეული არ ჰქონია. სოფელ ქერეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენამ კიდევ ერთი პროტესტი გამოიწვია. ისინი ზარალის დამდგენი კომისიისგან არარეგისტრირებული ფართების აღრიცხვასაც მოითხოვენ.
ასევე ნახეთ უკმაყოფილება სოფლის მეურნეობის მინისტრის შეთავაზების გამოროგორც ცნობილია, ბევრი მოქალაქე სოფლად მემკვიდრეობით მიღებულ არარეგისტრირებულ ნაკვეთებს ფლობს, ეს საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის გასარკვევია. ქერელები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დახმარების მოცულობა გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელში სოციალური მდგომარეობა გაუსაძლისი გახდება.
გორის მერის წარმომადგენელი მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რუსუდან კილაძე აცხადებს, რომ პირველი რიგის ამოცანაა დაზიანებული ფართების აღწერა და რეგისტრაცია, მისი აზრით სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს მაქსიმალურად დაეხმაროს.
ასევე ნახეთ სეტყვით დაზარალებულებს სახელმწიფო მხოლოდ ბანკებთან შუამდგომლობას პირდებარას ნიშნავს დაზიანებულ ჰექტარზე 200-ლარიანი ვაუჩერი და რა შეუძლიათ ფერმერებმა აქედან მიიღონ? მათ განუმარტეს, რომ ვაუჩერიდან თანხას ვერ მოხსნიან, ამ დოკუმენტით მათ აგრომაღაზიებიდან შხამქიმიკატების, სასუქის და სხვა აგრარული მასალების გამოტანის უფლება ექნებათ. დაზარალებულებთან სოფლის მეურნეობის მინისტრის შეხვედრისას გლეხები ითხოვდნენ, რომ აგროდაზღვევის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების წილით, ჰექტარზე დაახლოებით 1500 ლარით მომხდარიყო მათი დაფინანსება, რაზეც უარი მიიღეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთავაზებული წინადადებების გარდა, სახელმწიფოს სხვა საშუალება არ გააჩნია და დონორი ორგანიზაციების დახმარების იმედად არიან.
ასევე ნახეთ სეტყვით დაზარალებულები გორში საპროტესტო აქციას მართავენაქამდე შიდა ქართლში არაერთ უცხოურ დონორ ორგანიზაციას უმუშავია და პროექტები ახლაც გრძელდება, ეს ორგანიზაციები ძირითადად ახალი ხეხილის ბაღების და კენკროვანი კულტურების გაშენებას აფინანსებენ. 25 მაისის სტიქიამ ხეხილის ბაღები, ვაზი და ბოსტნეული გაანადგურა.