გოგოლი და მკვდარი სულების რუსეთი

“წიგნები” რუბრიკით “ნორვეგიული წიგნის კლუბი” გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეულ წიგნზე, ნიკოლაი გოგოლის უცნაურ შედევრზე “მკვდარი სულები”. გოგოლი ბევრი მწერლის მასწავლებელია: დოსტოევსკის, კამიუს, კაფკას, ბულგაკოვის და ა.შ. დასავლეთში გოგოლს “მესამე რუსს” უწოდებენ (დოსტოევსკისა და ტოლსტოის შემდეგ), ხოლო “მკვდარ სულებს” რუსულ “ღვთაებრივ კომედიას”. მართლაც, ამ ეპოპეის პირველ წიგნს ჯოჯოხეთში უნდა ჩავეყვანეთ, მეორეს — სალხინებელში და მესამეს —სამოთხეში. რაგინდ მოულოდნელი უნდა იყოს, გოგოლს სრულყოფილად მხოლოდ ჯოჯოხეთი გამოუვიდა, ჯოჯოხეთში დადის ჩიჩიკოვი და მკვდარ სულებს ყიდულობს. რუსეთი, როგორც ახლა, მაშინაც მკვდარი სულების ქვეყანა იყო...