გლოლაში შოვში დაღუპულებს გლოვობენ

Your browser doesn’t support HTML5

83 წლის მერი სულთანიშვილს, სოფელ გლოლიდან, სამი აგვისტოს მსგავსი სტიქია რაჭაში არ ახსენდება. არც თავისი წინაპრებისგან სმენია, შოვში მსგავსი რამ მომხდარიყოს. დღეს, ისიც, ამ სოფლის თითქმის ყველა მცხოვრების მსგავსად, ცუდი ამბების მოლოდინშია. სტიქიამ მისი მაზლიშვილი, შოვის სასადილოს მზარეული და ანსამბლ ბუბას წევრი გენო სულთანიშცილი შეიწირა.

გლოლაში ახლა დაღუპულებს გლოვობენ. საღამოს სოფელში თუ ჩაივლი, ალაგ-ალაგ შეკრებილი ადგილობრივები მხოლოდ შოვის სტიქიაზე ლაპარაკობენ და თუ გზად ერთმანეთს შეხვდებიან, პირველივე კითხვაა: რამე ხო არ არის ახალი? აქ ყველა დადასტურებული ცნობა აქაურების დაღუპვაზე საერთო უბედურებაა. შოვი კი ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც გლოლელების კურორტი იყო.