გიორგი ჭანიშვილი - ხმა დიდი ძიუდოს ტატამიდან
Your browser doesn’t support HTML5
მის ხმას ცნობენ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ქართველია.
საქართველოშიც ბევრს უკვირს, რომ ვიღაც, სადღაც, ტოკიოსა თუ ბუენოს აირესში, ულანბატორსა თუ ჯეჯუში, რიო დე ჟანეიროსა და ოსაკაში ასე შეუცდომლად წარმოთქვამს ქართველი სპორტსმენების გვარებს.
არადა, ეს გიორგი ჭანიშვილის, ჭანოს ხმაა, რომელიც გახდა პირველი ქართველი დიქტორი ოლიმპიურ თამაშებზე.
ყველაფერი კი დაიწყო ცოტა ადრე, 2015 წელს, როცა გიორგიმ თბილისში, ინგლისურ ენაზე წაიყვანა გრან პრის, მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონია, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები. სწორედ მათ მოეწონათ მისი ხმა და უთხრეს, რომ ის დარბაზს სპორტული აურით ავსებდა. იქვე შესთავაზეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში მუშაობაც, თუ საერთაშორისო დიქტორისთვის საჭირო ჩვევებს დაისწავლიდა... მათ შორის იყო ასობით სპორტსმენის სახელის სწორად დამახსოვრება, მათი სპორტული ბიოგრაფიების ცოდნა, შეხვედრებზე მათი ქვეყნების ჰიმნებისა და ზოგადად, მათი ნაციონალური მუსიკის აჟღერება და ა.შ.
სწორედ გიორგი ჭანიშვილმა გამოაცხადა ტოკიოს ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის სახელიც, როცა ის კვარცხლბეკზე ავიდა.
წაყვანილი ჰყავს მსოფლიოს 5 ჩემპიონატი და ძიუდოს მსოფლიო ტურნეს 50-მდე საერთაშორისო ტურნირი.