1 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრები" "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ ფარული ჩანაწერების გავრცელებასა და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ "რუსთავი2"-ის ეთერში მონათხრობზე გაესაუბრა გიორგი ონიანს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს. ის თვლის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაჩენილ კითხვებზე შესაბამისმა უწყებებმა გასცენ პასუხები. გიორგი ონიანის შეფასებით, სავარაუდო კორუფციის ის მასშტაბი, რაზეც აუდიოჩანაწერებსა და ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუშია ლაპარაკი, შემაშფოთებელია და ძალიან მნიშვნელოვანია სრული სურათი დაიდოს, არა მხოლოდ ზაზა ოქუაშვილის მიერ დანახული - "კორუფციის რა დონეზეა საუბარი და ვინ იყო ამ ყველაფრის მსხვერპლი". გიორგი ონიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესმენებს, ვისაც მსგავსი პრობლემა შექმნია და ღიად საუბარი არ სურთ, მივიდნენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" და სრული კონფიდენციურობის დაცვით შეეცდებიან "საუკეთესო შედეგის" მიღწევას.
Your browser doesn’t support HTML5