19 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა "მცირე მთავრობის" არსზე - იდეაზე, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ახსენა და მოგვიანებით განმარტა, რომ ის სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირებას გეგმავს. გიორგი ონიანის თქმით, თავისთავად სამინისტროების რაოდენობის შემცირება არ არის საკმარისი მთავრობის ხარჯების შემცირებისთვის და მითუმეტეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაზოგილი რესურსი ეკონომიკაში ჩაიდოს.
Your browser doesn’t support HTML5