5 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მარჯანიშვილი, "ჩართულობის და განვითარების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა პროექტზე - "თბილისი - თავშესაფარი ქალაქი", რომელიც გულისხმობს იმ უფლებადამცველებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების მხარდაჭერას, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში პრობლემები ექმნებათ. თავშესაფარი ქალაქების იდეა დასავლეთ ევროპაში წამოიწყეს. თბილისის პროექტი ორი წელია, რაც ხორციელდება და 50-ზე მეტ ადამიანს გაეწია დახმარება. იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც უფლებადამცველები თბილისს აფარებენ თავს, არ არის აზერბაიჯანი. რატომ არ მუშაობენ აზერბაიჯანელი უფლებადამცველებისთვის, ამაზე "ჩართულობის და განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი "დილის საუბრებში ლაპარაკობს:
Your browser doesn’t support HTML5